მთავარი

მიმდინარე2014-2015 სასწავლო წელს მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი მადონა მუმლაძე და სკოლის 9 პედაგოგი: მანანა ბაქრაძე ,ლალი ლომიძე. მანანა ლომიძე. ნონამეგრელაძე, ბეროშვილი, მაია ლაზაშვილი, მარინატარუღიშვილი, ლუიზა ფეიქრიშვილი და ხათუნაჯიოშვილი ჩართული ვიყავით კვლევის ჯგუფში,რომლისმიზანი იყო გამოკვლევა იმისა, თუ რამდენად უწყობსხელს თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლის ხარისხისამაღლებას. საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის,ანალიტიკური,შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებულიცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენებას) და სხვადასხვადისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარ-ჩვევისგამომუშავებას.
პრაქტიკის კვლევის პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში,პროგრამა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლოს ანჟელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით და USAID ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორების დახმარებით ახორციელებენ პრაქტიკის კვლევებს დაინტერესებულ მასწავლებლებთან საჯარო და კერძო სკოლებში. შესაბამისად ,პრაქტიკის კვლევა,ჩვენთვის ნაცნობი ტრადიციული ფორმატისგან,განსხვავებულია.
კვლევის ჯგუფს ხელმძღვანელობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი ნათია ანდღულაძე,კონსულტანტები იყვნენ ილიაუნის სტუდენტები თამარ შოშიტაშვილი და ნანა მახათაძე,

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებმა ჩვენი კონსულტაციით ბევრი პროექტი და პრეზენტაცია გააკეთეს, ხოლო 2014-2015 სასწავლო წლის დასასრულს,12 ივნისს, წარვადგინეთ შემაჯამებელი ინტეგრირებული პროექტი“ღვინო და მევენახეობა“

ქვევრები და ქვევრის დამღები
















ქვევრის დამღის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოდ  როგორც ქვევრის ოსტატი, ისე თავად ქვევრის წარმომავლობა, შესაძლოა გავიგოთ ქვევრის დამზადების თარიღი და სხვ. აქედან გამომდინარე ხშირად ცხადი ხდება ის, თუ საიდან სად ხდებოდა ქვევრების გადატანა და რეალიზაცია.დამღა წარმოადგენენ მექვევრის მიერ დასმულ ერგვარ ნიშნულებს ქვევრის პირზე.
აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ ძველად დამღა ამავდროულად წარმოადგენდა ერთგვარ ხარისხის ნიშანსაც. დამღის ნიშანი მამიდან შვილზე ან შვილიშვილზე ავტომატურად არ გადადიოდა და ყოველ მექვევრეს თავის ნახელავზე დამღის დასმის უფლება თავადვე უნდა მოეპოვებინა.




Комментариев нет:

Отправить комментарий