მთავარი

მიმდინარე2014-2015 სასწავლო წელს მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი მადონა მუმლაძე და სკოლის 9 პედაგოგი: მანანა ბაქრაძე ,ლალი ლომიძე. მანანა ლომიძე. ნონამეგრელაძე, ბეროშვილი, მაია ლაზაშვილი, მარინატარუღიშვილი, ლუიზა ფეიქრიშვილი და ხათუნაჯიოშვილი ჩართული ვიყავით კვლევის ჯგუფში,რომლისმიზანი იყო გამოკვლევა იმისა, თუ რამდენად უწყობსხელს თანამედროვე ტექნოლოგიები სწავლის ხარისხისამაღლებას. საინფორმაციო სივრცეში ორიენტაციისა და დამოუკიდებელი სწავლის,ანალიტიკური,შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ტრანსფერისა (ერთ სიტუაციაში მიღებულიცოდნის სხვა სიტუაციაში გამოყენებას) და სხვადასხვადისციპლინური გამოცდილების სინთეზის უნარ-ჩვევისგამომუშავებას.
პრაქტიკის კვლევის პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში,პროგრამა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლოს ანჟელესში კალიფორნიის უნივერსიტეტის მხარდაჭერით და USAID ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის პროფესორების დახმარებით ახორციელებენ პრაქტიკის კვლევებს დაინტერესებულ მასწავლებლებთან საჯარო და კერძო სკოლებში. შესაბამისად ,პრაქტიკის კვლევა,ჩვენთვის ნაცნობი ტრადიციული ფორმატისგან,განსხვავებულია.
კვლევის ჯგუფს ხელმძღვანელობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქალბატონი ნათია ანდღულაძე,კონსულტანტები იყვნენ ილიაუნის სტუდენტები თამარ შოშიტაშვილი და ნანა მახათაძე,

სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეებმა ჩვენი კონსულტაციით ბევრი პროექტი და პრეზენტაცია გააკეთეს, ხოლო 2014-2015 სასწავლო წლის დასასრულს,12 ივნისს, წარვადგინეთ შემაჯამებელი ინტეგრირებული პროექტი“ღვინო და მევენახეობა“

ქართული ღვინის ისტორია

პურსა და ღვინოს, რაც ჩვენი ყოველდღიური ყოფისთვის ესოდენ საჭიროა, სარწმუნოებრივი თვალსაზრისით დიდი  დატვირთვა აქვს ჩვენთვის. მორწმუნეებმა იციან, რომ არსებობს პურის კურთხევის ლოცვა, მაგრამ ცოტამ თუ უწყის, რომ მღვდლის კურთხევანში ვენახისა და ღვინის საკურთხებელი რამდენიმე ლოცვაც შედის. "უფალო იესო ქრისტე, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი და მამა შენი მოქმედი არს, და შენვე მოციქულთა შენთა რტოდ უწოდე და ვაზად", - ასე იწყება ლოცვა ვენახის დანერგვისა. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი კაცი უფლის სიყვარულს ვაზის სიყვარულითაც გამოხატავდა, ხოლო მის ნაყოფს შესწირავდა "ძღვნად სალხინებელად ცოდვათა საღმრთოისაგან წმიდისა სისხლისა მის, ქრისტე, შენისა" (ლოცვა ყურძნისა ძღვნისა ეკლესიასა შინა).
ღვინის კულტურის აკვანი”, ღვინის სამშობლო”– ასე საუბრობენ საქართველოზე, როგორც ღვინის უძველეს სამშობლოზე.
ღვინოს ოდითგანვე განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქართველების ცნობიერებაში. ღვინოს სვამდნენ ჭირშიც და ლხინშიც, სვამდნენ სამკურნალოდ და მხნეობის მოსამატებლად, სვამდნენ ურთიერთობის დასამყარებლად და მეგობრობის განსამტკიცებლად, ამა თუ იმ საქმის წამოწყების თუ კეთილდასრულების, დაბადების დღის, ქორწილის თუ ნებისმიერი დღესასწაულის აღსანიშნავადსვამდნენ დიდ ნადიმებზეც და საოჯახო სადილებზეც.
 ღვინო ქართველებისთვის სასმელზე ბევრად მეტს ნიშნავს. მან გავლენა იქონია ქართველების ფილოსოფიაზე , მუსიკასა და არქიტექტურულ მოტივებზე.
 და ბოლოს, როდესაც IV საუკუნეში წმინდა ნინომ საქართველოში ქრისტიანობა შემოიტანა, მას ხელთეპყრა საკუთარი თმებით შეკრული ,,ჯვარი ვაზისა". ქრისტიანულ სამყაროში მხოლოდ საქართველოში გვხვდება ქრისტიანობის ამგვარი სიმბოლო.
   ყურძენსა და ყურძნის ღვინოს განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანის ცხოვრებაში. ღვინო ეს არის პროდუქტი, რომელიც შექმნა მევენახემ და მეღვინემ. პირველი ვაზს უვლის და ახარებს, მეორე - ამზადებს ღვინოს. ღვინო ადამიანის საუკეთესო მეგობარია, თუ მას მოიხმარ ზომიერად, და - ყველაზე დიდი მტერიც, თუ მას ბოროტად გამოიყენებ. იგი - თქვენი ცხოვრების თანამგზავრია, დარდების გამქარვებელი საშუალებაა, ლხინის დამამშვენებელი, და მთავარი წყაროა ამაღლებული გრძნობებისა. ღვინო ხანში შესულებისათვის რძეა, მოზრდილთათვის - ბალზამი, ხოლო გურმანებისათვის - მეგზური.
´
´ისინი არა მარტო ღვინის წარმოებით იყვნენ ცნობილი, არამედ ეს ღირსეული ქართველი თავადიშვილები იყვნენ ბრწყინვალე წარმომადგენლები ქართული არისტოკრატიისა. მაგარი სასმელების მწარმოებელი კომპანიები ჰქონდათ - ივანე ერისთავს, ბარბალე იმერლიშვილს, იაკობ ზუბალაშვილს, გრიგოლ ბოლქვაძეს, დავით სარაჯიშვილს, კაცია ადანაიას, ადამ ფორაქიშვილს, ფელიქს ჭელიძეს, ტარიელ გაბუნიას, ვლადიმერ დანელიას, ნიკოლოზ ბაქრაძეს, იაკობ მარს, იოსებ ჩარექიშვილს, ნიკოლოზ რევიას, ბოჭორიშვილს, მესხიშვილს, მგალობლიშვილს, ძმებ კოსტავებს, დავით კალანდაძეს, გიგო კობაიძეს და სხვებს.
´
ეს კომპანიები იყო საქართველოს ყველა კუთხეში: წინანდალში, ენისელში, საბუეში, სიღნაღში, თელავში, მუკუზანში, გომში, ფოთში, ზუგდიდში, ვარციხეში, ბათუმში, სოხუმში, თბილისში...
ჩინებული ღვინო-ყველაზე გულწრფელი გამოხატულებაა იმ ადგილისა და ხალხის, რომელთაც იგი შექმნეს. ამიტომაც, ქართული კულტურისა და ღვინის კულტურის ამქვეყნად მოვლინება მუდამ ერთად მოიაზრება. ამ ვარაუდს ადასტურებს არქეოლოგიური გათხების შედეგად მოპოვებული, ჩვ..აღ-მდე 6-7 ათასი წლის წინათ მოშენებული ყურძნის, „vitis vinifera sativa“, წიპწები და ანტიკურ ნასახლარებში აღმოჩენილი უზარმაზარი ქვევრები. ზოგიერთი ეტიმოლოგი იმასაც კი მიიჩნევს, რომ თანამედროვე სიტყვა „wine” ქართული სიტყვაღვინოდანწარმოიშვა.
´ქართული კულტურაში უხვადაა ორნამენტული ხელოვნების ნიმუშები,     
´ლეგენდები და ტრადიციები, რომლები სავსეა მეღვინეობისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებით. საქართველო, როგორც მევენახეობისა და მეღვინეობის სამშობლო, მოხსენიებულია გასული საუკუნეების მრავალი პოეტის, მწერლის და მოგზაურის შემოქმედებაში. მათ შორის პირველია აპოლონ როდოსელი, რომელიც ჩვ--აღ.მდე 295 წელს, თავის არგონავტიკაში ხოტბას ასხამს ქართულ ღვინოს.  

Комментариев нет:

Отправить комментарий